ზოგადად, ცეკვა არის ტანის რიტმული მოძრაობა რომელიც ჩვეულებრივ მუსიკის თანხლებით სრულდება. ცეკვა ხალხური კულტურისა და ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი გამოვლინებაა. ცეკვას თავიდან რელიგიური, მაგიური, საქორწინო, ხოლო განვითარებული საზოგადოებისთვის სოციალური და მხატვრული დანიშნულება ჰქონდა. ქრისტიანობამდელ ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა რიტუალურ ცეკვებს.
ყველა ეროვნების ხალხს საკუთარი, მხოლოდ მათთვის დამახასიათბელი, მოძრაობები აქვთ შექმნილი ცეკვაში და სწორედ ამით არის განსხვავებული და განსაკუთრებული ყველა სახის ცეკვა. ისინი არა მხოლოდ სხვადასხვა მოძრაობებისა და ილეთბის კომბინაციაა, არამედ აღნიშნავენ და კარგად გადმოსცემენ ამა თუ იმ ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს, თვისებებს, გემოვნებას, ჩაცმულობას, ღირებულებებს და ა.შ
პროფესიული ცეკვა, რომელმაც განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია, გახდა ევროპული კლასიკური ცეკვის, აგრეთვე აზიისა და აფრიკის ქვეყნების საცეკვაო სისტემების საფუძველი. კლასიკური ტრადიცია მე-15 საუკუნით თარიღდება (იტალია), ცეკვების პირველი დაბეჭდილი ტესტები – მე-16 საუკუნით (საფრანგეთი). პირველი საცეკვაო სკოლა პარიზში გაიხსნა მე-17 საუკუნეში. თანამედროვე ცეკვები მე-20 საუკუნის პირმშოა.
ცეკვის ხელოვნებას უწოდებენ ქორეოგრაფიას. რომელიც ბერძნული სიტყვაა და chorea ცეკვას ნიშნავს. მისი პირვანდელი მნიშვნელობა იყო ჩანაწერი ცეკვის შესახებ, შემდეგ –— ცეკვის, ბალეტის შექმნის ხელოვნება, ხოლო XIX საუკუნის ბოლოდან თანამედროვე მნიშვნელობით იხმარება. ქორეოგრაფიის, ცეკვის ხელოვნების შემსწავლელ მეცნიერებას ქორეოლოგიას უწოდებენ.
No comments:
Post a Comment