ქართული ცეკვები ნამდვილი საოცრებაა. მასში გამოხატულია მთელი კულტურა და ტრადიციები, ცეკვის თითოეული მოძრაობა დახვეწილობით და კდემამოსილებით გამოირჩევა. ასევე ყველა ცეკვას თავისი ისტორია აქვს. ისინი ნამდვილ სპექტაკლს წარმოადგენენ. ამის მაგალითებია : ცეკვა ხორუმი- ნამდვილი ბრძოლაა სცენაზე, მისი მოძრაობებიდან იგრძნობა ქართული საგმირო სულისკვეთბა, თითოეულ ილეთში ჩანს როგორი მებრძოლი ხასიათის იყო ქართველი და რა სტრატეგია ჰქონდა მტრის დასამარცხებლად. ასეთივე არის ცეკვა მთიულურიც აქ არა მხოლოდ გმირული ხასიათი ჩანს, არამედ კარგად არის გადმოცემული ქალის როლი ჩვენი წინაპრების ცხოვრებაში. თუნდაც ის მონაკვეთი ,როცა ორი მამაკაცის ბრძოლის დროს ქალი მანდილს ჩააგდებს და ყველაფერი მთავრდება ზუსტად გამოხატავს იმ პატივისცემას ქალის მიმართ რასაც ქართველი მამაკაცი ყოველთვის აფასებდა. ამ ცეკვის შინაარსი ძირითადად სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება. ხორუმი და მთიულური ორივე ის ცეკვაა რომელიც სათავეს მთაში იღებს და ძირითადად მათ ტრადიციებზე ამახვილებს ყურადღებას. ეს ცეკვები მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს : ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. ეს ცეკვები განსახიერებული სიმბოლოა ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულების. ასეთი ხასიათის ცეკვებს მიეკუთნება ყაზბეგურიც. ამ ცეკვასაც მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მთის ბინადრებისთვის დამახასიათებელ ხასიათის სიმტკიცესა და მდგრადობას, რომლის წარმოჩნაც “ყაზბეგურის” მთავარი მოტივია.
მამაკაცების ძლიერებიასთან ერთად ქალის სინაზე და გამბედაობაც მთავარი თემაა ქართულ ხალხურ ცეკვებში. “ჯეირანი”, ცეკვა რომელიც გამორჩეულია თავისი სილამაზით და აქვს თავისი რიტუალური დატვირთვა, აგებულია კლასიკური ბალეტის ილეთებისა და ნადირობის რიტუალის ამსახველი დინამიური სცენების სინთეზზე. ეს არის ქალის ცეკვა რომელიც თავისი მშვენიერებით ხიბლავს მაყურებელს. არანაკლებ შთამბეჭდავია ცეკვა “სამაია” (,,სამთა გვამთა’’ - ვახტანგ ბატონიშვილი). ეს არის სამი ულამაზესი ქალბატონის ცეკვა რომელიც ეძღვნება ნაყოფიერების ღმერთს- მთვარეს. ტერმინი ,,სამაია’’ სულხან საბა ორბელიანის განმარტებით აღნიშნავს ,,როკვას, შუშპარს’’. სამაია ნამდვილი სპექტაკლია, ამ ცეკვას ვაჟის დაბადებისას ასრულებდნენ და თითოეულ მოძრაობას თავისი დანიშნულება აქვს.იგი სრულდება ნელი მუსიკის თანხლებით, რასაც ვერ ვიტყვით გურულ ცეკვაზე, ფარცა, რომელიც გამოირჩევა უსწრაფესი და ულამაზესი ილეთბით. მისი დინამიური ქორეოგრაფიული ქარგა, ურთულესი ხტომითი მოძრაობები, მოცეკვავეების მიერ სცენაზე შეკრული კამარა, მაყურებელში ერთდროულად იწვევს აღფრთოვანებისა და ზეიმის განცდას.
დღსდღეობით, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ძველი ქართული ცეკვა “განდაგანა” იგივე “აჭარული”. ამ ცეკვას ძირითადად ასრულებს ქალ-ვაჟი, თუმცა არის ჯგუფური შესრულების ვარიანტიც. იგი შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან : ნელი, ჩქარი და ისევ ნელი. ეს ცეკვა საკმაოდ სახასიათოა და ერთიანობაში ძალიან დიდ ეფექტს იწვევს. ასევე ქალ-ვაჟის ცეკვაა “სიმდი და ხონგაც” მეორენაირად მას “ოსურს” უწოდებენ. ამ ცეკვის ელემენტები ოსეთის რეგიონიდან იღებს სათავეს და გამოხატავს მის ხისტ და მკაცრ ბუნებას. “ოსურის” მთავარი სილამაზე მისი ხაზებში დგომა და ნელი რიტმული მოძრაობაა. ამ ცეკვას დამახასიათბელი აქვს ბიჭის ურთულესი პარტია.
ასევე საკმაოდ რთული თუმცა მართლა ყველასგან გამორჩული ცეკვაა “ქართული” იგივე “დაისი” , რომელიც თავისუფლად შეიძლება ითქვას ქართველი რომ ქართველი ხალხის სიამაყეა და ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. იგი ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს. შესრულების აუცილებელი პირობაა - ქალთათვის - სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის - მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. ესეც ერთგვარი დადგმა და სპექტაკლია რომელშიც გადმოცემულია რომანტიული წყვილის სიყვარული პატივისცემა და კდემამოსილება. უკვე დიდი ხანია ტრადიაციად ჩამოყალიბდა რომ ნეფე-დედოფალი ქორწილს “ქართულის” ცეკვით იწყებს.
უმთავრესი რაც ქართულ ცეკვას ახასიათებს არის ის რომ მას არაქართველი ისე ვერ შეასრულებს როგორც წესია მას ამისთვის გენი არ ეყოფა. თითოეული ცეკვაში ნებისმიერი მოძრაობა მხოლოდ ქართული სულით არის გაჟღენთილი და შინაგანად მოუწოდებს ადამიანს ცეკვისკენ. ასანკა, მიმიკა, ქუსლი, წვერი, ცერი, სართავი, მანრეა ეს ის სიტყვებია რომლებიც მხოლოდ ქართული ცეკვების სარეპეტიციო დარბაზიდან შეიძლება გაიგოთ. სწორედ ამიტომ არის რომ ქართული ცეკვა სრულყოფილია იქ თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იმ ქორეოგრაფების დამსახურებაა რომლებიც სულ და გულს დებენ თითოეულ ბავშვში, სწორედ ისინი აღვიძებენ მათში მიძინებულ ქართულ გენს და ზრდიან ისეთ ცნობილ და გენიალურ მოცეკვავეებს როგორებიც იყვნენ და არიან: ილიკო სუხიშვილი, ნინო რამიშვილი, ფრიდონ სულაბერიძე,, თენგიზ უთმელიძე, ომარ მხეიძე, უჩა დვალიშვილი, ჯემალ რეხვიაშვილი, ნუნუ ღვინერია და სხვ.
წყარო: შემოქმედებითი ჟურნალი- “ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი იმედი” (გვ.5-14)
No comments:
Post a Comment