ქართული ხალხური ცეკვა უკავშირდება სახელს „სუხიშვილები”, ორი ბუმბერაზი ადამიანი ნინო რამიშვილი და ილია სუხიშვილი იყვნენ ის ადამიანები ვინც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ცეკვის როგორც კულტურის ჩამოყალიბებაში.
ილიკო სუხიშვილი 1907 წელს სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა, მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი თბილისში გადმოვიდა. ილიკო სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა და ამავდროულად 9 წლის უკვე მუშაობდა, მოხარშულ წაბლს ყიდდა შემდეგ გაზეთებს არიგებდა. ერთი თვისება გამოიმუშავა კიბეებზე ფეხისწვერებით ადიოდა. 10 წლის უკვე ცეკვით შოულობდა ფულს, გორკის ბაღში, ერთ-ერთ რესტორანში სტებსაც ასრულებდა და ქართული ილეთებით აგებულ ცეკვებსაც. ზაფხულობით სოფელში მიდიოდა და იქაც ცეკვებს აკვირდებოდა, ილეთებს იმახსოვრებდა, ამუშავებდა და შემდეგ თავის გამოსვლაში იყენებდა. 1924 წელს ალექსი ალექსიძის ქართული ხალხური ცეკვების სტუდია დაამთავრა და თბილისის ოპერსა და ბალეტის თეატრში ქართული ცეკვების შემსრულებლად ხოლო შემდეგ სოლისტად მიიღეს.
ნინო 1910 წელს ბაქოში დაიბადა. ოჯახი თბილისში რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. ნინო იტალიელი მარია პერინის საბალეტო სტუდიაში სწავლობდა. 1924 წელს სასწავლებლის გოგონები ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გამოვიდნენ. 17 წლის ილიკო დაესწრო ამ გამოსვლას და ყველაზე უმცროსი “ ყვითელი მარგალიტი” მოეწონა, გვარი რამიშვილი პროგრამიდან ამოიკითხა. ერთხელაც ნინომ შენიშნა უკან ვაჟი მიჰყვებოდა უხმოდ, უთქმელად. თანდათან მანძილი შემცირდა , ილიკო პერინის სტუდიაში მიიღეს, თუმცა ნინოსთან ცეკვა არ უნდოდა, რადგან ეშინოდა, რომ კლასიკურ ცეკვებზე აღზრდილი გოგონა ქართულ ცეკვებს ვერ იცეკვებდა, ნინომაც იუკადრისა ეს დაწუნება. გაბუტულები ისევ პერინიმ შეარიგა და “ქართული” იცეკვეს. ეს ორი სახელი ამის შემდეგ ცალ-ცალკე აღარ უხსენებიათ. 1927 წელს ოპერისა და ბალეტის სტუდიაში ორივე ერთად ჩარიცხეს, ნინო ბალეტის მოცეკვავედ, ილიკო ქართული ცეკვების დამდგმელად და შემსრულებლად.
ოპერის გარდა ნინო და ილიკო ესტრადაზეც ცეკვავდნენ ხოლმე, კინოთეატრებში სეანსების წინ და შესვენებებისას. მოცეკვავეები სუხიშვილის ილეთებს ხუმრობით “ილოურს” ეძახდნენ, შემდეგ ეს სახელი დაერქვა ფილიგრანული ტექნიკით შესრულებულ მათ სინქრონულ დუეტს. ნინოსა და ილიკოს ცეკვის სტილი იმ დროს ერთგვარი მოდერნი იყო. ნინოს ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, გაცნობიდან 6 წლის შემდეგ დაქორწინდნენ.
ილიკომ წარმატებას მიაღწია 1935 წელს ლონდონში ხალხური ცეკვების პროფესიონალ შემსრულებელთა მსოფლიო ფესტივალზე, სადაც მან მედალი და ბრიტანეთის ლაურეატის წოდება მიიღო ცეკვისთვის “მთიულური”, ჯილდო კი თვით ბრიტანეთის დედოფალმა გადასცა.
1936 წელს თბილისში დაბრუნდნე. ილიკოს და ნინოს სურვილი იყო მოცეკვავეთა დასი შეექმნათ, თუმცა ეს ომის დამთავრებამდე ვერ მოხერხდა. 1945 წელს ილიკომ მოახერხა და ცეკას ერთ-ერთ მდივანს კაბინეტში ეწვია სადაც მან 20მდე ცეკვა შეასრულა, ასევე ქალის პარტიებიც, აკომპანიმენტსაც თვითონ აკეთებდა ხან სკამზე, ხანაც მაგიდაზე და საბოლოოდ მან ნებართვა მიიღო ანსამბლის შექმნის , თუმცა ამის შემდეგ მათ არ ჰქონდათ სარეპეტიციო ადგილი, დარბაზიდან დარბაზში გადადიოდნენ, ბინებში იკრიბებოდნენ და ორსაათიანი რეპერტუარი შექმნეს.
ცეკვათა უმრავლესობა ილიკოსა და ნინოს შექმნილია, სახელიც მათვე შეირჩიეს და უბადლო შემსრულებლებიც თავად იყვნენ, ოღონდ სხვადასხვა მიზეზის გამო ხალხურად აცხადებდნენ. თანდათან სუხიშვილების ანსამბლში ჩარიცხვა პრესტიჟული გახდა, ხელისუფლების ყურადღება და პატივისცემაც არ მოკლებიათ, ყველა მაღალ ჯილდოს და პრემიას ფლობდნენ.
ამ უზარმაზარი ანსამბლის “საგარეო საქმეთა მინისტრი” ილიკო იყო, ცეკვას ნინო ასწავლიდა , სიფრიფანა უნაზეს ქალს უსიტყვოდ ემორჩილებოდა მამაკაცთა ლაშქარი. 88 ქვეყანა მოიარეს და ტასი და მოწწება არსად მოჰკლებიათ. 1964 წელს ლა სკალას თეატრში კონცერტის ბოლოს ფარდა 14ჯერ აიხადა და სცენაზე იხმეს სუხიშვილისა და რამიშვილის ანსამბლი.
“ყველაფერი ისე გააკეთე რომ “სუხისვილების” გვარი აფიშებიდან არ ჩამოვიდესო”- დაუბარა სიკვდილის წინ ილიკომ ვაჟიშვილს. ახლა ამ ანსამბლს მესამე თაობა უდგას სათავეში.
No comments:
Post a Comment