ქართული ცეკვის დანიშნულება ადრე და ახლა

.
..და ბოლოს, ქართულ ცეკვას სხვა დანიშნულება ჰქონდა ადრე და სხვა დანიშნულება აქვს ახლა.
გასულ საუკუნეებში საცეკვაო ლექსიკის განვითარებისთვის დღვანდელისაგან მკვეთრად განსხვავებული პირობები არსებობდა. ისტორიული გარემო და ყოფითი რეალობები საცეკვაო მასალას ცხოვრებასთან აახლოებდა და ყველა ქვეყანას თუ კუთხეს თავისი ცხოვრებისეული რეალობიდან წამოსული ცეკვები ჰქონდათ ანუ მათ მოძრაობებში აისახებოდა მათი იმდროინდელი ყოფა. ისინი ამ ცეკვებით ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებებს, ცხოვრების წესს, ტრადიციებს, კულტურას, აცნობდნენ ისტორიას და საბოლოო ჯამში ცეკვა მათთვის არამარტო ხელოვნების, არამედ კომუნიკაციის წყაროსაც წარმოადგენდა.
დღეს სულ სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე. საკომუნიკაციო საშუალებების განვითარების, საცეკვაო სივრცის გაფართოების, მასობრივი ფესტივალებისა თუ საკონცერტო გამოსვლების წყალობით სხვადასხვა ქვეყნების საცეკვაო ხელოვნება ერთიანი ხაზით, ერთი მოთხოვნის გათვალისწინებით ვითარდება. ამიტომ, ამ ეტაპზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა უკვე იმას აქვს, როგორ შევისწავლით შემორჩენილ ტრადიციებს და რა სახით გადავიტანთ მათ თანამედროვე სცენაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამხედრო-სპორტული შინაარსის თამაშებში და მასში ჩაწერილ ქორეოგრაფიულ გამოცდილებაში ამ მხრივ ამოუწურავი რეზერვია შემონახული და მისი გამოვლენა ქართველი თანამედროვე ქორეოგრაფებისთვის ღირსების საქმედ უნდა ვაქციოთ.
საბოლოოდ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცეკვა არის ხელოვნების ის უმშვენიერესი დარგი რომელის ჩამოყალიბებასაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და წარმოადგენს არამხოლოდ გასართობ საშუალებას არამედ დიდი ესთეტიური სიამოვნების მომნიჭებელია და თითოეული სიუჟეტი გამოხატავს გარკვეულ ისტორიას, ტრადიციასა და კულტურას.

წყარო: ყოველთვიური საზოგადოებრივ-შემოქმედებითი ჟურნალი “კამერტონი” ( №3(3) მარტი 2008წ. გამომცემლობა “თბილისელები”, გვ.11, სტატიის ავტორია პროფესორი რეზო ჭანიშვილი)

No comments:

Post a Comment