საქართველოს ცეკვის ეროვნული ანსამბლები

„სუხიშვილები”, „ ერისიონი”,  „რუსთავი” , ეს ის სამი ანსამბლია, რომელიც ცნობილია როგორც საქართველოს ცეკვის ეროვნული ანსამბლი. „სუხიშვილებზე” უკვე ვისაუბრეთ ახლა რაც შეეხება  „ერისიონზე”, რომელიც 1885 წელს შეიქმნა.ანსამბლი დიდი პოპულარობით სარგებლობს, მას “ერისიონი” დაერქვა 1999წელს რას სულხან საბას განმარტებით ნიშნავს ცის იერს, მთის წვერს.ანსამბლი 2 საათის განმავლობაში წარმოადგენს უპრეცედენტო ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს ყველა კუთხისთვის დამახასიათბელი კოსტუმებით, ქართული ხასიათი
თა და ბუნებით. ანსამბლისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ტრადიციების დაცვა, ამიტომ მის კონცერტებზე სიმღერა მუდამ ფონოგრამის გარეშეა და ცეკვებშიც თანამედროვე ილეთბი არ შეინიშნება.
1986წლიდან ანსამბლის ხელმძღვანელია საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი,ბატონი, ჯემალ ჭკუასელი. ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა კი რაც მათ უკავშირდება არის ის, რომ ამერიკელების მიერ 1977წელს. გალაქტიკაში გაგზავნილი ჩაკრულო “ერისიონის” შესრულებითაა.
2010წელს “ერისიონი” 125წლის გახდა. დღესდღეობით “ერისიონი” კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას, განახლებული აქვთ ძველი ცეკვები და მზად არიან მაყურებელს წარუდგინონ “ქართული საგანძურის” შედეგი.
ანსამბლი „რუსთავი” და მისი გენიალური დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი ყველასთვის ნაცნობი და საყვარელია. 1967წელს დაარსებული ანსამბლი თავდაპირველად მხოლოს მომღერლებისგან შედგებოდა, იმავე წელს მათ მოცეკვავეთა გუნდიც შეუერთდა და ისინი დღემდე ასე ერთობლივად განაგრძობენ მოღვაწეობას. დაარსებიდან დღემდე ანსამბს გამართული აქვს 4000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში. ანსამბლიც ინარჩუნებს ტრადიციულ სტილს. მისი სამხატვრო ხელმძღვანელის ანზორ ერქომაიშვილისა და მთავარი ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის ხედვაა ანსამბლმა შეინარჩუნოს ეთნოგრაფიული გუნდის ფორმა და სტრუქტურა, ამავე დროს გადალახოს კუთხური კარჩაკეტილობა. სწორედ ეს არის ერთერთი მიზეზი იმისა, რომ ანსამბლი დღემდე ინარჩუნებს სახელმწიფო სტატუსს და აგრეთვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.


წყარო:
წყარო2:

No comments:

Post a Comment